Etym. ბერძ. paraínesis, ზმნიდან parainein „შეგონება“ ქრისტიანული ქადაგება, რომელსაც შეგონებისა და გაფრთხილების ხასიათი აქვს. როგორც ეგზეგეტიკური ცნება, აღნიშნავს ბიბლიურ ლიტერატურულ ჟანრს, რომელიც შეიცავს შეგონებას, წაქეზებას, დამოძღვრას; ის ხშირად რწმენის პრაქტიკულ-ზნეობრივი ხასიათის მოთხოვნილებებს ეთიკის ფორმით წარმოადგენს, იმ წარმართული გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც ბიბლია ვითარდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4