A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პასიონისტები

Etym. ლათ. passio „ვნება“
It. Passionisti/e
წმიდა პავლე ჯვრისას (პაოლო დელა კროჩე; პაოლო დანეი, 1694-1775) მიერ XVIII საუკუნის დასაწყისში დაარსებული კონგრეგაცია სახელწოდებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ვნებისა და წმიდა ჯვრის ფეხშიშველი სამღვდელონი. კონგრეგაციის პირველი მონასტერი 1737 წელს, არჯენტარიოს მთაზე აიგო, დასახლებულ ადგილთაგან მოშორებით, რაც შემდეგ ჩვეულებად იქცა. გარდა სამი ტრადიციული აღთქმისა, კონგრეგაციის წევრები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ მორწმუნეთა შორის ქრისტეს ვნებისადმი თაყვანისცემის გავრცელებას და საკუთარი ასკეტიზმის ნიმუშად ტანჯული ქრისტე დაისახონ. უმთავრესად ეწევიან სახალხო მისიონერობას და სულიერ წვრთნათა ქადაგებას. მნიშვნელოვანია მათი მისიონერული სულისკვეთება. არსებობს კონგრეგაციის ქალთა შტოც, რომლის წევრებიც ძირითადად მჭვრეტელობით ცხოვრებას მისდევენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9