A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოდალიზმი

It. Modalismo
დაახლოებით II საუკუნის დასასრულს აღმოცენებული ერესი, რომელიც უკავშირდებოდა სამების საკითხს და გავრცელდა სმირნელი მქადაგებლის, ნოეტუსის მიერ. მის თანახმად, წმიდა სამებაში მამა, ძე და სული წმიდა არა სამი თანასწორი და განსაზღვრული პირია, არამედ ერთი პირის გარეგნულად გამოვლინებისა და მოქმედების სამი საშუალებაა (საიდანაც მომდინარეობს ტერმინი მოდალიზმი: modo ხერხს, საშუალებას აღნიშნავს). მოდალიზმი რომშიც გავრცელდა, უმთავრესად, საბელიუსის მეოხებით (რის გამოც მას საბელიანობა ეწოდებოდა), რომელიც პაპმა კალისთემ 217 წელს განკვეთა. აღმოსავლეთში მიღწეული ხანმოკლე წარმატების შემდეგ III საუკუნეში მოდალიზმმა არსებობა შეწყვიტა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9