Etym. ნაწარმოებია ზმნიდან inchinare „დახრა“, „მოხრა“ თაყვანისცემისა და მოწიწების ლიტურგიული ჟესტი, რომელიც თავის ან ტანის მოხრაში გამოიხატება. სრულდება საკურთხევლის ჯვრისა და მსახურების აღმვლენელის წინაშე გავლისას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ასეთ ჟესტს ასრულებს ევქარისტიული მსახურებისას იესოს სახელისა და მონანიების ლოცვათა წარმოთქმისას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4