A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოზარაბული წესი

Etym. ესპ. mozárabi (არაბ. mosta’rabi „არაბიზირებულნი“)
It. Mozarabi/Mozarabico, rito
„არაბიზებული“ ესპანელი ქრისტიანები, რომლებიც არაბთა მიერ იბერიის ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ (711 წ.) არაბთა შემწყნარებლური რელიგიური პოლიტიკის პირობებში ცხოვრობდნენ, თუმცა ქრისტიანული სარწმუნოების მიღება სიკვდილის მუქარით იკრძალებოდა. მიუხედავად სოციალურ-კულტურული იზოლაციისა, მოზარაბული საკრებულო არ იდევნებოდა და შეძლო ანტიკური ესპანური ლიტურგიის შენარჩუნება. ეს ლიტურგია დასაბამიდანვე ძალიან განსხვავდებოდა რომაულისაგან და ვესტგუთების ბატონობის დროს განიცადა აღმოსავლური გავლენა. ასტურიაში, – რეგიონში, საიდანაც დაიწყო ომაიადთა წინააღმდეგ აჯანყება, - მოზარაბული ლიტურგია ეროვნულ წესად გამოცხადდა; ის კიდევ უფრო გააძლიერა რეკონკისტამ (1031-1260). თუმცა XI საუკუნის დასასრულს გრიგოლ VII-მ ის მაინც შეცვალა რომაული ლიტურგიით. მოზარაბული ლიტურგიის შემორჩენილი ფრაგმენტები შეაგროვა და დააბეჭდინა კასტილიის მთავარმა ინკვიზიტორმა ესპანელმა კარდინალმა ფრანცისკე ხიმენეს დე სისნეროსმა (†1517). მოზარაბული ლიტურგია შეიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს, რაც იმავე პერიოდში გამქრალი გალიკანური ლიტურგიის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9