A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოიუდეველონი

It. Giudaizzanti
ახალ აღთქმაში აღნიშნავს მოსეს კანონის ერთგულ ქრისტიანებს, რომლებსაც სურთ, ეს კანონი და წინადაცვეთა დაუწესონ წარმართობიდან მოქცეულთ. მიუხედავად იერუსალემის კრების მიერ (საქმ. 15) მათი დაგმობისა, მოიუდეველონი კვლავაც განაგრძობდნენ მოღვაწეობას და სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ წმიდა პავლეს მიერ დაარსებულ (გალ.1-2) ქრისტიანულ საკრებულოებს. ტერმინი აღნიშნავს აგრეთვე სამების მოწინააღმდეგე იმ ერესის მიმდევრებსაც, რომელიც XV საუკუნეში, რუსეთში, უმთავრესად მოსკოვის დიდი მთავრის, ივანე II-ის კარზე გავრცელდა. ეს სახელწოდება მიანიშნებს, რომ ერეტიკოსებმა იუდაური აზროვნების გავლენა განიცადეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9