A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კამერლინგი

Etym. შუასაუკ. ლათ. camarlingus, რომელიც ნაწარმოებია ფრანკული წარმოშობის სიტყვიდან kamerling – ხელმწიფის სამყოფელზე პასუხისმგებელი
It. Camerlengo
XII საუკუნეში დამკვიდრებულ ამ თანამდებობის პირს (camerarius) ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კურიისა და წმიდა საყდრის მიწიერი ქონების ფინანსურ მართვაზე (camera thesauraria). კამერლინგი – უმეტესწილად, მაღალი რანგის პრელატი – XV საუკუნიდან ყოველთვის კარდინალი იყო. ამჟამად რომის ეკლესიის კამერლინგია კარდინალი, რომელიც მეთაურობს ეგრეთ წოდებულ სამოციქულო პალატას. მისი მოვალეობაა წმიდა საყდრის მიწიერი ქონებისა და უფლებათა მართვა და დაცვა, მათ შორის, მაშინაც, როცა პაპის ტახტი თავისუფალია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9