A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კამილიელნი

It. Camiliani
მოწესეთა რელიგიური ორდენი, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „სნეულთა მსახურნი“. ორდენი 1584 წელს, რომში წმიდა კამილო დე ლელისმა (ბუკიანიკო დი კიეტი 1550 – რომი 1614) დააარსა. 1591 წელს ის პაპმა გრიგოლ XIV-მ სცნო. კამილიელთა მსახურების დამახასიათებელი ნიშანი ავადმყოფთა სულიერი და მატერიალური დახმარებაა. კამილიელები დღესაც მოღვაწეობენ მრავალ საავადმყოფოში, სადაც ტანჯულთა და შეჭირვებულთადმი მიმართულ სახარებისეულ გზავნილს ადასტურებენ. კამილიელი დების საერთო სახელით მოიხსენიებენ ქალთა სხვადასხვა საკრებულოთა წევრებს, რომელნიც, კამილიელთა ორდენისაგან დამოუკიდებლად, წმიდა კამილოს სულისკვეთების თანახმად მოქმედებენ ევროპის მრავალ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კერძოდ, კამილიელ დებად იწოდებიან: სნეულთა მსახური დები, 1829 წლიდან; წმიდა კამილოს ასულები, 1892 წლიდან; სნეულთა მისიონერი მსახური დები, 1936 წლიდან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9