Etym. ფრანგ. სიტყვიდან Cotte მუხლამდე გრძელი თეთრი ტუნიკა ფართო სახელოებით, ხშირად დაბოლოებული მაქმანით, რომელსაც იცმევენ სასულიერო პირები ლიტურგიული მსახურების დროს. თავდაპირველი მისი ფორმა დღევანდელი სტიქარის მსგავსი იყო. მისი ხმარება დაიწყო XI საუკუნეში ინგლისში, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ესპანეთში. ეწოდა „სუპერპელიცეუმი“ („ტყავზე ზემოდან ჩასაცმელი“), რადგანაც მას ჩრდილოეთის ქვეყნების ცივი კლიმატის გამო სითბოსთვის აუცილებელ ცხოველთა ტყავისგან დამზადებულ სხვა ტანსაცმელზე ზემოდან იცმევდნენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4