A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კოპტები

Etym. არაბ. Qibt, რომელიც, თავის მხრივ, ნაწარმოებია ბერძნულიდან (Ai)gypt(ioi) „ეგვიპტელები“
It. Copti
ცნება აღნიშნავს ეგვიპტელებს, რომლებმაც ქრისტიანობა შეინარჩუნეს არაბთა მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ (VII). კოპტურ ეკლესიაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ქალკედონის კრების შემდგომი პერიოდიდან (451), რომელმაც მონოფიზიტურ იდეათა გამო დაგმო და გადააყენა ალექსანდრიის პატრიარქი დიოსკურე. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლიდან ალექსანდრიაში მრავალი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იგზავნებოდა, ეგვიპტელი ხალხის დიდი უმრავლესობა კვლავაც მონოფიზიტი დარჩა, რისი მიზეზიც იყო როგორც რელიგიური მრწამსი, ისე უცხოელთა ძალაუფლებასთან დაპირისპირება. ამგვარად აღმოცენდა მსოფლიო ეკლესიისგან განცალკევებული კოპტური ეკლესია – ეგვიპტელთა ეროვნული ეკლესია. კოპტური ეკლესიის საორგანიზაციო სტრუქტურა მონარქიული ტიპისაა: მას მეთაურობს პატრიარქი, რომელსაც მის მიერ შერჩეულ ეპისკოპოსთა საბჭო ეხმარება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9