A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონცილიარიზმი

Etym. ნაწარმოებია სიტყვიდან conciliare „შეკრება“
It. Conciliarismo
მცდარი მოძღვრება, რომლის თანახმადაც მსოფლიო კრებას პაპის ავტორიტეტზე აღმატებული ძალა აქვს. ამგვარი შეხედულების ჩამოყალიბებაზე ფილიპე ლამაზსა და პაპ ბონიფაციუს VIII-ს, ლუდვიგ ბავარიელისა და იოანე XXII-ს შორის დაპირისპირებათა შედეგად გამოთქმულმა მარსილიო პადუელისა (†1343) და უილიამ ოკამის (†1347) იდეებმაც იქონია გავლენა. პაპისა და საეკლესიო კრების ინსტიტუტებს შორის კონფლიქტი კოსტანცისა (1414-1419) და, უმთავრესად, ბაზელის (1431-1445) კრებების დროს გამწვავდა. ეს უკანასკნელი ევგენი IV-მ ჯერ ფერარაში (1437) და შემდეგ ფლორენციაში (1439) გადაიტანა. კრიზისი პაპის პრეროგატივათა ხელახლა განმტკიცებით დასრულდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9