A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონფუციანელობა/კონფუცი

Etym.
It. Confucianesimo/Confucio
რელიგიურ, ეთიკურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ერთობლიობა, რომელთა ავტორია კონფუცი (კუნ ფუძი, ქრისტეს შობამდე 551-479), ხოლო გადამუშავებული და სისტემური სახე მათ მენ ძიმ (ქრისტეს შობამდე IV ს.) მიანიჭა. კონფუცი აღმოსავლეთ აზიის დიდი ზნეობრივი მოძღვრის სახელით შევიდა ისტორიაში. მას ცხადად ჰქონდა წარმოდგენილი საკუთარი ამოცანა: თავს მიიჩნევდა გადმომცემად წინაპართა ცოდნისა (დიალოგები, VII), რომელიც ახალი მნიშვნელობით გაამდიდრა. მისი მთავარი მოძღვრება „იანის“ სათნოებას შეეხება. ამ ტერმინს მრავალგვარად თარგმნიან: როგორც სიკეთეს, ჯანმრთელობას, ჰუმანურობას და ფილანტროპიას. თავად კონფუცი მას განსაზღვრავს, როგორც მოყვასის სიყვარულს, პიროვნულ მთლიანობასა და ალტრუიზმს. მის სწავლებაში მთავარი აქცენტი ადამიანურ ურთიერთობათა ეთიკურ ღირებულებაზე კეთდება. ავტორის აზრით, ზნეობა ადამიანის ბუნებასა და ღმრთაებრივისადმი მის გახსნილობაშია ფესვგადგმული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ღმრთისა და მომავალი ცხოვრების შესახებ არ საუბრობს, ეს დუმილი რწმენის ნაკლებობად არ უნდა მივიჩნიოთ (დიალოგები, XX, 2). კონფუცის ფილოსოფია მკაფიოდ ეფუძნება რელიგიას, უფრო ზუსტად კი „სიმაღლის უფლის“, ანუ „ზეცის“ – უზენაესი პიროვნული ღმრთაების - ტრადიციულ რელიგიას. კონფუცი ასწავლიდა, რომ მას ზეცა იცავდა და წარგზავნიდა. მას არასოდეს გამოუცხადებია თავი რელიგიის ფუძემდებლად და, მით უმეტეს, - ღმერთად. ამის მიუხედავად, ჩინელებმა კონფუციუსი საკუთარი ქვეყნის პირველ „წმიდანად“ შერაცხეს და, შესაბამისად, ეთაყვანებოდნენ მას ორი ათასწლეულის განმავლობაში. ჩინეთში მარქსისტული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამ ბოლო მოუღო კონფუცის ოფიციალურ კულტს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9