A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მირონცხება

Etym. ბერძ. chrísma „საცხი“, ფართო მნიშვნელობით, „ცხება“
It. Cresima
ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგან, ეწოდება, აგრეთვე, კონფირმაციაც, რადგანაც მონათლული ამ დროს სული წმიდის სისრულის მიღებით რწმენაში განმტკიცდება [სიტყვიდან confermare, „დადასტურება“]. მირონცხების საიდუმლოს ბიბლიური საფუძველი მოცემულია მოციქულთა საქმეების ორ ტექსტში, სადაც სული წმიდის ნიჭი ცხადად უკავშირდება მოციქულთა მიერ ხელის დასხმას, რაც ნათლობის შემდეგ ხდება (საქმ. 8:5-25 და 19:1-6). მირონცხება სული წმიდის ნიჭის საიდუმლოა და ქრისტიანული ინიციაციის საბოლოო ნიშანს წარმოადგენს. ამიტომაც ის მიჩნეულია ქრისტიანის სიმწიფის საიდუმლოდ, ვისაც ამგვარად ეკლესია ანიჭებს უნარს, საჯაროდ იღვაწოს სამყაროში თავისი სარწმუნოებისათვის. კათოლიკე ეკლესიაში მირონცხების აღმსრულებელი მღვდელმსახურია ეპისკოპოსი, თუმცა მისი აღსრულება ამგვარი უფლების მქონე სხვა სამღვდელო პირსაც შეუძლია. მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ ფუნქციას ასრულებს მღვდელმსახური, რომელიც მირონცხებას ნათლობასთან ერთად აღასრულებს. საიდუმლო აღსრულდება შუბლზე მირონის (წმიდა ზეთი და ბალზამი) ცხებით და ეპისკოპოსის მიერ ხელთა დასხმით, შემდეგი ფორმულის თანხლებით: „მიიღე ბეჭედი სული წმიდისა, რომელიც მოგენიჭა შენ“; ნათლია მარჯვენა ხელს ადებს მხარზე მირონის მიმღებს და იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს და წარუძღვეს მას ქრისტიანულ ცხოვრებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9