A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

TA TE TR
TE

Te Deum

საზეიმო ლიტურგიული სადიდებელი და სამადლობელი ჰიმნი, რომელიც შეიცავს სამებასთან დაკავშირებულ მდიდარ დოქსოლოგიას და ღმრთისადმი ამაღლებულ ვედრებას. სახელწოდება ჰიმნის პირველი სიტყვებიდან მომდინარეობს, ცნობილია, აგრეთვე, ამბროსისეული ჰიმნის ან წმიდა სამების ჰიმნის სახელით. მის ავტორობას სხვადასხვა პიროვნებებს მიაწერენ (წმიდა ამბროსის, ავგუსტინეს, ჰილარიუსს...), თუმცა, სავარაუდოდ, ის ნიკიტა რემესიანელის შექმნილი უნდა იყოს (იგი 414 წლის შემდეგ გარდაიცვალა). საგალობელი სრულდება კვირაობით და დღესასწაულებზე ჟამთა ლიტურგიის დროს, აგრეთვე წლის დასასრულს – სამადლობელი ლიტურგიების დროს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9