A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

SA SC SE SI SO SU
SUP

Supplet Ecclesia

Etym. ლათ. „ასრულებს ეკლესია“
იმ შემთხვევებში, როდესაც თვალსაჩინოა აღმასრულებელი ხელისუფლების ან უნარის ნაკლებობა იმათში, ვინც უნდა შეასრულოს განსაზღვრული ქმედებები (რა გარემოებაც ზიანს მოუტანდა მორწმუნეებს), კანონიკური დებულება, თავისი მოქნილობით, ადგენს, რომ როგორც გარე, ისე შიდა ფორუმისათვის ეკლესია თავად ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლებას ან უნარებს (CIC, კან. 144). ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესია ანაზღაურებს სუბიექტის ნაკლოვანებას, აქტები, რომლებიც თავისთავად არაქმედითი იქნებოდა (რაკიღა მათი აღმსრულებელი გარკვეული მიზეზით მოკლებულია მათი შესრულების ძალაუფლებას ან უნარს), ქმედითია დასაბამიდანვე და არ საჭიროებს რამე სახის შემდგომ დადასტურებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9