Etym. ლათ. anima „მაცოცხლებელი ქროლა“ ფილოსოფიაში ამ სიტყვით აღინიშნება ყველა ის კონცეფცია, რომელთა თანახმადაც თითოეულ არსებას აქვს სამშვინველი, როგორც აქტივობის შინაგანი საწყისი; ეთნოლოგიაში კი – ზოგიერთი პირველყოფილი ხალხის მისწრაფება, მიაკუთვნონ სამშვინველი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ, ასევე, საგნებსაც. ანიმისტურს უწოდებენ განსაკუთრებით იმ ტომებს, რომლებშიც მიცვალებულთა და სამშვინველთა საგანგებო კულტია გავრცელებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4