A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხსნ

ხსნა

Etym. ლათ. redemptio „გამოსყიდვა“
It. Redenzione
ტერმინი აღნიშნავს კაცობრიობის ხსნას ცოდვის მონობიდან, ქრისტიანული მოძღვრებისა და რწმენის თანახმად, იესო ქრისტეს მიერ, რომელიც განკაცდა და ადამიანის ნაცვლად შეეწირა მამა ღმერთს სამსხვერპლო ზვარაკად. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმოს თანახმად, „ქრისტეს მთელი ცხოვრება ხსნის საიდუმლოებაა. ხსნა უმთავრესად, ჯვარზე დაღვრილი სისხლის ნაყოფია“ (CCC, 517; შდრ. ასევე, 601). სული წმიდის შეწევნით ეკლესია განაგრძობს ქრისტეს მხსნელ ქმედებას. უფრო ფართო მნიშვნელობით, ხსნის ცნება იმ კონცეფციებს მიემართება, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებში ბოროტების, სიკვდილის, ბედისწერისაგან ადამიანის გათავისუფლებას უკავშირდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9