A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხსნ

ხსნის არმია

It. Esercito della Salvezza, Salvation Army
სამხედრო ტიპის სტრუქტურის მქონე პროტესტანტული მიმართულების ქრისტიანული ასოციაცია, რომელიც ქრისტიანობის გავრცელებასა და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას ემსახურება. ის 1878 წელს მეთოდისტმა უ. ბუტმა (†1912) დააარსა; ხსნის არმია ჩაენაცვლა იმავე ბუტის მიერ 1865 წელს ლონდონში დაარსებულ ორგანიზაციას Christian Revival Association. ხსნის არმიის წევრებმა, რომლებიც სახასიათო სამხედრო ფორმას ატარებენ და აწყობენ ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ სიმღერისა და მუსიკალური ორკესტრების მონაწილეობით, დააფუძნეს სოციალური ინსტიტუტები ყველაზე უპოვართათვის, რისი წყალობითაც თანამედროვე დიდ ქალაქთა ღატაკ რაიონებში მათ მიმართ საკმაოდ შემწყნარებლური დამოკიდებულება აღინიშნება. ხსნის არმიის წევრები მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9