A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ხა ხე ხი ხო ხს ხუ
ხსნ

ხსნის ისტორია

It. Storia della salvezza
ძველსა და ახალ აღთქმაში დადასტურებული ებრაულ-ქრისტიანული აზროვნებისათვის დამახასიათებელია ისტორიის დანახვა ხსნის ადგილად. მართლაც, საღმრთო წერილი, პირველ რიგში, წარმოგვიდგება არა ობიექტურ, დროისგარე ჭეშმარიტებათა და უცვლელ კანონთა გადმოცემად, არამედ კონკრეტული ისტორიული მოვლენების თანმიმდევრობად, რომელთაც უკავშირდება და რომლებშიც ხორციელდება ღმრთის ქმედება. ამ თვალსაზრისით, ძველ აღთქმაში უმთავრესი მნიშვნელობისაა ისრაელის ხალხის ეგვიპტედან წასვლა (გამოსვლა) და აღთქმა სინაის მთაზე, ახალ აღთქმაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იესო ქრისტეს პიროვნება: სწორედ მასში პოვებს თავის მწვერვალს ხსნის ისტორია. იესოს სიტყვებით, მისი ქმედებებით, და, უმთავრესად, მისი მკვდრეთით აღდგომით დაედო საფუძველი ღმრთის სასუფეველს, რომელიც ჯერ არ აღსრულებულა. დრო იესოს მკვდრეთით აღდგომიდან ღმრთის სასუფევლის აღსრულებამდე ეკლესიის დროა. ამ თვალსაზრისით, იესო დროის ცენტრშია: იგია ისტორიის შუაგული და ღერძი. ის, რაც მანამდე იყო, მისი მეშვეობით იძენს მნიშვნელობას, ხოლო მისი შემდგომი მოვლენები კი მისი ქმედებისა და მკვდრეთით აღდგომის აღსრულებაა. მიუხედავად იმისა, რომ აღსრულება ჯერ არ დამდგარა, იესოში პრინციპულად უკვე დაედო დასაბამი იმას, რასაც სამყარო ჯერ ისევ მოელის. დასასრულს აღსრულდება ის, რაც ისტორიის ერთ მომენტში – იესოს მკვდრეთით აღდგომაში – იქნა წინასწარ გაცხადებული. ამგვარად, ცხადია, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ ღმერთი მთელი ისტორიის უფალია და რომ საბოლოოდ სამყაროს ხსნა და ისტორია ერთმანეთს ემთხვევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9