A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მღვ

მღვდლობა

Etym. ლათ. ordo, „საფეხური“, „ხარისხი“
It. Ordine
ერთ-ერთი იესოს მიერ დამკვიდრებულ შვიდ საიდუმლოთაგან. მისი შემწეობით გრძელდება ეკლესიაში იესოს მიერ მოციქულთათვის მინდობილი მისიის განხორციელება: საუბარია სამოციქულო მსახურების საიდუმლოზე, რომლის ფუნქციაც ქრისტეს სახელითა და პიროვნების მეშვეობით საკრებულოში მსახურებაა. ხელდასხმული მსახურები ღმრთის ხალხში მსახურებას ახორციელებენ სწავლების (munus docendi), საღმრთო კულტის (munus liturgicum) და სამწყსო ხელმძღვანებლობის (munus regendi) მეშვეობით. მღვდლობის საიდუმლო დასაბამიდანვე ენიჭება და აღსრულდება ეპისკოპოსთა, ხუცესთა და დიაკონთა სამი ხარისხის მეშვეობით. ხელდასხმით მინიჭებული მსახურება შეუცვლელია ეკლესიის ორგანული სტრუქტურიდან გამომდინარე: ეპისკოპოსის, ხუცესისა და დიაკვნის გარეშე შეუძლებელია ეკლესიაზე საუბარი. მღვდლობის საიდუმლოს ანიჭებს ეპისკოპოსი ხელთა დასხმის მეშვეობით, რასაც მოსდევს კურთხევის საზეიმო ლოცვა, ღმრთისთვის ხელდასხმულის მსახურებისათვის აუცილებელი სული წმიდის ნიჭის სათხოვნელად (CIC, კან. 1009, პარ. 2). ხელდასხმა წარუშლელ საიდუმლოებრივ კვალს აღბეჭდავს. ეკლესია მღვდლობის საიდუმლოს ანიჭებს მხოლოდ მონათლულ მამაკაცებს (ვირის), რომელთა მიდრეკილებაც მსახურებისკენ სათანადოდ იქნა წარმოჩენილი. მღვდლობის საიდუმლოს მიღებისაკენ მოხმობა ეკლესიის პასუხისმგებლობა და უფლებაა (CIC, კან. 1024-1025). ლათინურ ეკლესიაში მღვდლობის საიდუმლო ჩვეულებრივ ენიჭება მხოლოდ კანდიდატებს, რომლებიც თავისუფლად ირჩევენ ცელიბატს და საჯაროდ აცხადებენ საკუთარ ნებას, დაიცვან ის ღმრთის სასუფევლის სიყვარულით და ადამიანთა მსახურების მიზნით (შდრ. CCC, 1536-1600).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9