A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მშვ მშრ

მშვიდობა

Etym. ლათ. pax (ებრ. shalòm Salom)
It. Pace
ბიბლიის თანახმად, მშვიდობა აღნიშნავს არა მხოლოდ ომის გარეშე ცხოვრებას, არამედ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიცოცხლის სისრულეს, სიმშვიდეს, რაც მესიანურ ხანაში პოვებს სრულ განხორციელებას (დაბ. 15:15; 25:8; 43:27; იეს. 21:44; 23:1; 2 სამ. 7:1; 18:28; 1 ნეშტ. 22:9; ზირ. 47:13). ახალ აღთქმაში ადამიანთათვის მშვიდობა იესოა (ლუკ. 2:14), იგია მესიანური „მშვიდობის მთავარი“ (ეს. 9:6). ჯვარზე მსხვერპლშეწირვის სისხლით იესომ „მოაკვდინა თავის თავში მტრობა“ (ეფეს. 2:16), შეარიგა ადამიანები ღმერთთან და თავისი ეკლესია კაცთა მოდგმის ერთიანობისა და ღმერთთან მისი კავშირის საიდუმლოდ აქცია. „ის არის ჩვენი მშვიდობა“ (ეფეს. 2:14). „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“, აცხადებს იესო (მათ. 5:9). მშვიდობა, რომელიც, როგორც შინაგანი ძალა, დასაბამს აძლევს დიალოგის, გაგებისა და თანაგრძნობის დადებით ურთიერთობათა დამყარებისაკენ მიმართულ აზრებსა და ქმედებებს, ადამიანის ცხოვრების პატივისცემისა და განვითარების შესაძლებლობას იძლევა. შეუძლებელია დედამიწაზე მშვიდობის მიღწევა ადამიანთა საკუთრების დაცვის, ადამიანთა შორის თავისუფალი ურთიერთობის, ადამიანთა და ხალხთა ღირსების პატივისცემის, ძმობის შეუპოვრად დამკვიდრების გარეშე. მშვიდობა სამართლიანობის ნაყოფი და გულმოწყალების შედეგია (შდრ. CCC, 2302, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9