A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მცვ მცი მცნ მცო

მცნებები

Etym. ნაწარმოებია ლათ. სიტყვიდან commandare „მინდობა“, „დაკისრება“
It. Comandamenti
ტერმინი აღნიშნავს ათ მცნებას, რომლებიც, ბიბლიური ტრადიციის თანახმად, ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ (გამ. 20:1-17) და რომელთა დაცვაც ევალებათ ებრაელებსა და ქრისტიანებს. მათგან პირველი სამი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას შეეხება, დანარჩენი შვიდი კი ადამიანთა შორის ურთიერთობას: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი:
1) არ იყოლიო სხვა ღმერთი ჩემს გარდა;
2) არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმრთის, სახელი ამაოდ;
3) დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაყო იგი;
4) პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს;
5) არა კლა;
6) არ იმრუშო;
7) არ იქურდო;
8) არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ;
9) არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი;
10) არ ისურვო არაფერი, რაც შენი მოყვასისაა. (შდრ. CCC, 2052, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9