A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მწი მწუ მწყ

მწიგნობარი

Etym. ლათ. scriba (ზმნიდან scribere „წერა“)
It. Scribi
მესოპოტამიასა და ეგვიპტეში ასე ეწოდებოდა კარის მოხელეებს, რომლებიც ადგენდნენ ოფიციალურ აქტებს, უძღვებოდნენ წელიწდეულს და სხვა. პალესტინაში, ბაბილონის განდევნის შემდეგ, მწიგნობრები იყვნენ რჯულის მასწავლებლები და ატარებდნენ საპატიო წოდებას რაბი. იესოს დროს მწიგნობარნი, რომლებიც თეოლოგები და იურისტები იყვნენ, აგრეთვე „კანონის მცოდნეებად“ იწოდებოდნენ, მეტად გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ და სხვადასხვა პარტიას ემხრობოდნენ (მაგალითად, ფარისევლებს, სადუკევლებს). იერუსალემის განადგურების შემდეგ (I საუკუნის 70 წ.) მათი გავლენა და ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა და განივრცო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9