A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მხი მხო მხს

მხითარელნი

It. Mechitharisti
სომეხი კათოლიკე მოწესეები, რომელთა ორდენის დამაარსებელია პეტრე მანუქი სებასტიიდან (†1749), წოდებული მანუგეშებლად (მხითარი). ორდენი 1701 წელს კონსტანტინოპოლში დაარსდა სახელწოდებით წმიდა ანტონის სომეხი მოწესეები. 1703 წელს მან მორეაში გადაინაცვლა, 1715 წელს კი, თურქთა შემოსევის შემდეგ, ვენეციას შეაფარა თავი, სადაც წმიდა ლაზარეს მცირე კუნძულზე დამკვიდრდა. ამ კუნძულზე დღემდე მდებარეობს მონასტერი, სომხური ლიტერატურის დაცვის ცენტრი. 1773 წელს მხითარელნი ორ კონგრეგაციად დაიყვნენ: ერთი მათგანი ვენეციაში დარჩა, მეორე კი, მცირე ხანს ტრიესტეში ყოფნის შემდეგ, ვენაში დამკვიდრდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9