Etym. გვიანლათ. უნიგენიტუს „მხოლოდშობილი“ ქრისტიანულ მოძღვრებაში ტერმინი ოდენ იესო ქრისტეს მიემართება. იოანეს სახარებაში ქრისტე წარმოგვიდგენს კიდეც თავს, როგორც „ღმრთის მხოლოდშობილ ძეს“ (იოან. 3:16), რითაც ამტკიცებს თავის მარადიულ წინარემყოფობას და განსხვავებას საკუთარ ღმრთისშვილობასა და თავის მოწაფეთა ღმრთისშვილობას შორის: „ჩემი მამა და თქვენი მამა“ (იოან. 20:17; შდრ. CCC, 441-445).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4