A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მუე მურ მუს მუშ მუხ

მუხლმოყრა

Etym. ლათ. genuflexio (ზმნიდან genuflectere)
It. Genuflessione
თაყვანისცემის, პატივისცემისა და მორჩილების ჟესტი, რომელსაც მღვდელმსახური და მორწმუნენი ასრულებენ ევქარისტიული მსახურების დროს ან ტაბერნაკულუმისა და ჯვრის წინაშე. მდგომარეობს მარჯვენა მუხლის მოხრაში მანამ, სანამ ის იატაკს არ შეეხება (მარტივი მუხლმოყრა). საზეიმო ევქარისტიის დროს კი მლოცველნი ორივე მუხლით იჩოქებენ იატაკზე (ორმაგი მუხლმოყრა). ლათინურ ეკლესიაში მუხლის მოყრა დამკვიდრდა, აღმოსავლურ ეკლესიაში კი მის ნაცვლად დამკვიდრებულია მეტანოია, თავის დახრა, რასაც ერთად შეკრული თითების კოცნა და პირჯვრის გადაწერა მოსდევს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9