A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მსა მსვ მსო მსხ მსჯ

მსხვერპლშეწირვა

Etym. ლათ. sacrificium (სიტყვიდან sacer „წმიდა“ + ზმნა facere-ს „კეთება“ ნაწარმოები ფორმა)
It. Sacrificio
რელიგიათა ისტორიაში მსხვერპლშეწირვა რიტუალური ქმედებაა, რომლითაც ზეადამიანურ არსებებს ძღვენს სთავაზობენ. მსხვერპლშეწირვით ადამიანი ცდილობს, ზეადამიანურ ძალებთან და არსებებთან ურთიერთობის დამყარებას იმ მიზნით, რომ ან ამ არსებათა მხრიდან ადამიანის სამოღვაწეო სფეროში განხორციელებულ ჩარევაზე რეაგირება მოახდინოს, ან ამგვარი ჩარევა გამოიწვიოს. მსხვერპლშეწირვა შეიძლებოდა ყოფილიყო სისხლიანი (როდესაც მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველს ან ადამიანს), ან უსისხლო (ბუნებრივ პროდუქტთა შეწირვა). ებრაელობაში მსხვერპლშეწირვა იმდენად თავისთავად ცხადი მოვლენაა, რომ არც კია განმარტებული ან დაკანონებული თეოლოგიურად. თუმცა მასზე არსებითი გავლენა იქონია წინასწარმეტყველთა მიერ მონოთეიზმისა და კულტის კრიტიკამ; ის სამღვდელმსახურებო კანონმდებლობის მიერ იმართება (ლევიელები). ქრისტიანულ რელიგიაში ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნისათვის ჯვარზე სიკვდილით სიცოცხლის შეწირვა უმალ საკულტო მსხვერპლშეწირვის კატეგორიებში გამოიხატა: ესაა ჭეშმარიტი სააღდგომო მსხვერპლშეწირვა, რომელიც ადამიანთა საბოლოო გამოსყიდვას ახორციელებს, – ყველა მსხვერპლშეწირვაზე აღმატებული ახალი აღთქმის მსხვერპლშეწირვა (შდრ. ებრ. 10:10). ამ მიზეზით, ყველა დროის ეკლესიაში ევქარისტია აღიქმება და აღსრულდება როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა სული წმიდაში, რომელსაც ქრისტე უძღვნის მამა ღმერთს ეკლესიასთან ერთად, – მსხვერპლშეწირვა, რომელიც წარმოაჩენს ქრისტეს მიერ ერთხელ და სამარადისოდ მამა ღმრთისათვის გაღებული სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ღირებულებასა და ნამდვილობას ყველა დროისათვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9