A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდა საყდარი

It. Santa Sede/Sede apostolica
იურიდიული თვალსაზრისით, კათოლიკე ეკლესია ნებისმიერი ამქვეყნიური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი, სუვერენული და ავტონომიური საზოგადოებაა, ამიტომაც მისი უზენაესი ძალაუფლების – სულიერი ძალაუფლების აღსრულება რომის პონტიფექსს ევალება (რომის პრიმატი). გამომდინარე იქიდან, რომ ეს საზოგადოება მრავალმხრივი ხასიათისაა და საყოველთაოდაა გავრცელებული მსოფლიოში, რომის პონტიფექსს აუცილებლად ესაჭიროება დაქვემდებარებულ ორგანოთა ერთობლიობის დახმარება და თანამშრომლობა. სწორედ პაპს დაქვემდებარებულ ორგანოთა ეს მთლიანობა იწოდება წმიდა საყდრად. თუმცა, გამოთქმა „წმიდა საყდარი“ მოძღვრებასა და კანონიკურ სამართალში მოიხსენიება ისე, რომ მჭიდროდაა დაკავშირებული (ზოგჯერ კი ურთიერთშერწყმული, ზოგჯერაც – ერთმანეთთან ჩანაცვლებული) გამოთქმებთან: კათოლიკე ეკლესია, რომის პონტიფიკატი (პაპობა, რომის პრიმატი), ქალაქ ვატიკანის სახელმწიფო (ქალაქი-სახელმწიფო ვატიკანი). მაგრამ, კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, წმიდა საყდარი ორ გამოკვეთილ მნიშვნელობას მოიცავს: ერთი, ფართო და ზოგადი მოიცავს არა მხოლოდ რომის პაპს, არამედ, აგრეთვე, სახელმწიფო სამდივნოს და რომის კურიის სხვა უწყებებსაც, თუკი საკითხის ხასიათი ან კონტექსტი სხვაგვარ დასკვნას არ გვკარნახობს; მეორე, ვიწრო და საგანგებო მნიშვნელობა მოიცავს მხოლოდ რომის პაპს (უფრო სწორად, რომის პაპის თანამდებობას) (შდრ. CIC, კან. 361). როგორც ერთი, ისე მეორე მნიშვნელობით წმიდა საყდარი, როგორც უმაღლესი მმართველი ორგანო, განცალკევებულია როგორც ეკლესიისაგან, ისე ქალაქ ვატიკანის სახელმწიფოსაგან, როგორც თავი სხეულისაგან: პირველ შემთხვევაში იგი მისტიკური, მეორე შემთხვევაში კი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მეთაურია. თუმცა, თუკი კანონიკურ მოწყობასთან მიმართებაში ცნება მკაფიოდაა განსაზღვრული, ასე არაა საერთაშორისო მოწყობასთან მიმართებაში. წმიდა საყდარი, ამასთანავე, განცალკევდება რომის კურიისაგან, როგორც მთლიანი თავისი ერთი ნაწილისაგან.
See also: Sede apostolica
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9