A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდა საყდრის/ვატიკანის პრესკონფერენციათა დარბაზი

It. Sala Stampa della Santa Sede/Sala Stampa Vaticana
დაარსდა 1966 წელს, როგორც ვატიკანის II კრების საინფორმაციო საშუალება და დაიწყო ფუნქციონირება პაპის საზოგადოებრივ კომუნიკაციათა კომისიის ზედამხედველობით. იოანე პავლე II-ის მიერ დამტკიცებული და სახელმწიფო სამდივნოს 1986 წლის 28 მაისის წერილში გამოქვეყნებული ახალი დირექტივების თანახმად, „ეს არის წმიდა საყდრის უწყება, რომლის მოვალეობაა უმაღლესი პონტიფექსის აქტებთან და წმიდა საყდრის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება“. ამიტომაც, „მუშაობისას ის, ოსერვატორე რომანოს, ვატიკანის რადიოსა და ვატიკანის ტელევიზიის მსგავსად, სარგებლობს სამოქმედო ავტონომიით“. რომის კურიის შესახებ სამოციქულო დადგენილების Pastor bonus (1988 წლის 28 ივნისი) 43-ე მუხლში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ პრესკონფერენციათა დარბაზი არის სახელმწიფო სამდივნოს პირველ სექციას დაქვემდებარებული „საგანგებო უწყება“, რომელიც აქვეყნებს და ავრცელებს „ოფიციალურ შეტყობინებებს როგორც უმაღლესი პონტიფექსის აქტებთან, ისე წმიდა საყდრის საქმიანობასთან დაკავშირებით“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9