გახამებული სელის ქსოვილის კვადრატული ნაჭერი, რომელზეც წირვის დროს ფეშხუმი და ბარძიმი იდგმება. პირველ საუკუნეებში საკურთხეველზე გადასაფარებელს არ აფარებდნენ და მხოლოდ წირვის დროს, შეწირულობის წინ, დიაკვნები აფენდნენ სელის ქსოვილის ნაჭერს მასზე მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი პურისა და ღვინის დასადგმელად, ქსოვილის კიდეს კი ბარძიმს აფარებდნენ. მას შემდეგ, რაც საკურთხევლის გადასაფარებლით შემკობის ჩვევა დამკვიდრდა წმიდა ტილოს ზომა შემცირდა და უკვე შუა საუკუნეებიდან მას დღევანდელი ფორმა აქვს. ბარძიმს იმხანად სხვა მცირე ზომის წმიდა ტილოს აფარებდნენ, რომელსაც „პალა“ ეწოდებოდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4