A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წმი

წმიდა ურსულას ორდენი

It. Ordo santae Ursulae (Orsoline; La Compagnia delle dimesse di sant’Orsola)
ორგანიზაცია 1535 წელს ბრეშაში ანჯელა მერიჩიმ (1474-1540, კანონიზებულია 1807 წელს) დააარსა. თავდაპირველად მასში გაერთიანდნენ მხოლოდ საერო ქალები, რომლებიც, ამავე დროს, განაგრძობდნენ ოჯახებში ცხოვრებას და უმთავრესად გოგონების აღზრდით იყვნენ დაკავებულნი. 1544 წელს პავლე III-მ დაამტკიცა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „წმიდა ურსულას საძმო“. უმთავრესად ჩრდილოეთ იტალიაში, ხოლო მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც, აღმოცენდა წმიდა ურსულას სახელობის მრავალი საზოგადოება, თითოეული მათგანი - საკუთარი წესით. საფრანგეთში რევოლუციის პერიოდში გაუქმებული წმიდა ურსულას საზოგადოებებები XIX საუკუნეში ხელახლა აღმოცენდა გერმანიაში. 1900 წელს ლეონ XIII-ის დასტურით წმიდა ურსულას ყველა საზოგადოება „რომის კავშირში“ გაერთიანდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9