Etym. ლათ. publicanus, ნაწარმოებია სიტყვიდან publicum „საჯარო განძი“ ძველ რომში ასე იწოდებოდნენ პირები, რომლებიც საჯარო ვაჭრობის გზით იძენდნენ გადასახადის აკრეფის უფლებას. იესოს დროს პალესტინაში მებაჟეები, როგორც რომის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ბაჟის ამკრეფნი, ხალხს სძულდა და უპატიოსნო, მაშასადამე, ცოდვილ და უწმიდურ პირებად მიაჩნდა (მათ. 9:11). მებაჟე იყო მათე, შემდგომში იესო ქრისტეს მოციქული (მათ. 9:9-13; 10:3).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4