დედამიწაზე მცხოვრებ ყველა მონათლულ მორწმუნეთა ერთობლიობა. განსხვავდება განმწმედელი ეკლესიისა (სულები სალხინებელში) და მოზეიმე ეკლესიისაგან (ნეტარნი). კონსტიტუციაში Lumen gentium ნათქვამია: „ქრისტეს მოწაფეთაგან ზოგი ამქვეყნად მომლოცველია, სხვანი, გარდაცვლილნი, სალხინებელში იწმიდებიან და სხვანი კიდევ დიდებაში არიან და ხედავენ ცხადად ღმერთს, ერთსა და სამერთიანს, როგორიც იგი არის“ (LG, 49).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4