Etym. ლათ. meditatio „ვარჯიში“, უფრო ზუსტად, „სულიერი სავარჯიშო“ საუბარია ყურით მოსმენილისა და გონებით გააზრებულის ათვისებისათვის საჭირო სამუშაოზე. ესაა იდეათა გადამუშავება, ათვისება, მათით სრულიად გამსჭვალვის მიზნით. ამგვარი მედიტაციური ქმედება ახლავს ასკეტიზმს, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ის წარმოადგენს. როდესაც ეს გათავისების სამუშაო ქრისტიანული რწმენის შინაარსს მიემართება, ქრისტიანულ მედიტაციაზე ვსაუბრობთ. ამ თვალსაზრისით, მედიტაცია მჭვრეტელობითი ლოცვის ერთ-ერთი ფორმაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4