Etym. სირიულიდან malka „მეფე“ ბიზანტიური წესის ქრისტიანები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიოქიის, იერუსალემისა და ალექსანდრიის საპატრიაქროებს და რომლებმაც ქალკედონის კრების (451) შემდეგ მონოფიზიტებთან დაპირისპირებით, ქრისტეს ერთადერთი პიროვნების ორი ბუნების შესახებ თეზისი გაიზიარეს. ამ თეზისს იცავდა იმპერატორი, საიდანაც მომდინარეობს მელქიტთა, ანუ „მეფის ერთგულთა“ სახელწოდება. კონსტანტინოპოლთან კავშირი მელქიტებმა აღმოსავლეთის სქიზმის შემდეგაც შეინარჩუნეს. XVII საუკუნეში მელქიტთა ერთი ნაწილი რომში შეიკრიბა და 1724 წლიდან დაარსდა მელქიტთა კათოლიკური საპატრიარქო, რომლის ცენტრიც დამასკოშია. როგორც კათოლიკე, ისე მართლმადიდებელ მელქიტთა წესის ლიტურგიული ენა არაბულია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4