ანაბაპტისტური სექტა, დაარსებული ჰოლანდიელი მღვდელმსახურის, მენო სიმონსის (1496-1561) მიერ, რომელმაც 1531 წელს ხელახლა მოინათლა. ჰოლანდიაში მენოელებს სასტიკად დევნიდნენ. გერმანიაში მათ წვლილი შეიტანეს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. XVII საუკუნეში ბევრი მათგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ემიგრაციაში. მენოელთა ცალკეული საკრებულოები დამოუკიდებელნი არიან; აღიარებენ სამ მსახურებას (ხუცესთა, მქადაგებელთა და დიაკონთა), მათი სწავლება მეტად ახლოსაა კალვინელობასთან. მანოელებს არ აქვთ სავალდებულო სარწმუნოების აღსარება, ნათლობას კი მხოლოდ თოთხმეტი წლის ასაკიდან აღასრულებენ. ეწევიან მკაცრ ზნეობრივ და ასკეტურ ცხოვრებას, უარს ამბობენ იარაღის გამოყენებაზე, სამხედრო სამსახურსა და ფიცის დადებაზე. მათ პრინციპთა შორისაა, აგრეთვე, ეკლესიისა და სახელმწიფოს მკაფიო გამიჯვნა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4