Etym. ბერძ. déuteros „მეორე“ + kanón „კანონი“ It. Deuterocanonici, libri ძველი აღთქმის ზოგიერთი ნაწერი, რომელთა ზეშთაგონებული ბუნების თაობაზე სხვადასხვა დროს ცალკეულ ქრისტიანულ საკრებულოებში ეჭვი არსებობდა. ამდენად, საუბარია წიგნებზე, რომლებიც მუდამ და ყველგან არ იყო შეტანილი კანონში. ასეთი წიგნი სულ შვიდია: 4 ისტორიული (ტობია, ივდითი, 1 და 2 მაკაბელთა), 1 წინასწარმეტყველური (ბარუქის წიგნი, იერემიას ეპისტოლეთურთ), 2 სიბრძნის წიგნი (ისო ზირაქის სიბრძნის წიგნი და სოლომონის სიბრძნის წიგნი).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4