A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კანონი

Etym. ბერძ. kanôn (ვიწრო მნიშვნელობით) კეტი, საზომი ჯოხი; (გადატანითი მნიშვნელობით) წესი, ნორმა
It. Canone
რელიგიური თვალსაზრისით, სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს:
ა) ბიბლიის შემადგენლობაში შემავალ წიგნთა ოფიციალური ნუსხა, დადგენილი 1546 წელს ტრიდენტის კრების მიერ; კრებამ განსაზღვრა როგორც პირველკანონიკური, ისე მეორადკანონიკური წიგნები; საკუთარი კანონი ებრაელებმაც ჩამოაყალიბეს ქრისტეს შემდეგ I საუკუნეში იავნეს რაბინთა სინოდზე;
ბ) ლიტურგიაში აღნიშნავს ევქარისტიულ ლოცვას;
გ) ეკლესიის მიერ დაშვებული საყოველთაო იურიდიული ნორმა; კანონთა ერთობლიობა შეადგენს კანონიკური სამართლის კოდექსს;
დ) წმიდანთა ოფიციალური სია;
ე) ძველად, რომელიმე ეკლესიის მღვდელმსახურების აღმსარულებელ სასულიერო პირთა სია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9