Etym. ბერძ. eikón „ხატება“ + stásis „განთავსება“, „აღმართვა“ ხატებით დამშვენებული არქიტექტურული სტრუქტურა, რომელიც, განსაკუთრებით, ბიზანტიურ ტაძრებში, ერთმანეთისაგან ჰყოფს, ერთი მხრივ, მღვდლის სამყოფელს (პრესბიტერიუმს) და, მეორე მხრივ, მორწმუნეთათვის განკუთვნილ სივრცეს. კანკელს სამი კარი აქვს: მთავარი მათგანი ცენტრშია განთავსებული და წირვის აღმსრულებელთათვისაა განკუთვნილი, ორი დანარჩენი, უფრო მცირე ზომის კარი კი – საკურთხევლის მსახურთათვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4