Etym. ლათ. შერწყმის შედეგი სიტყვებისა: (festa) candelarum – კანდელების დღესასწაული და (festa) cereorum – ცვილის სანთლების დღესასწაული ხალხური სახელწოდება იესოს ტაძარში შეყვანის დღესასწაულისა, – მირქმისა, – რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება. სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ამ დღეს იმართება მსვლელობა სანთლებით, რაც რომში სირიელმა პაპმა სერგი I-მა (687-701) დაამკვიდრა. ეს დღესასწაული იმართება იმ დღის მოსახსენიებლად, როცა სიმონ მოხუცებულმა და ანა წინასწარმეტყველმა „იცნეს“ იესო (შდრ. ლუკ. 2:22-38). ვატიკანის II კრების შემდგომმა ლიტურგიულმა რეფორმამ აღადგინა კანდელორას ქრისტოლოგიური ხასიათი, რომელიც წარსულში გამოკვეთილად მარიამისეული მიმართულების ანაბეჭდს ატარებდა, რადგანაც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის განწმედას ეძღვნებოდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4