Etym. ლათ. kalendae-თვის პირველი დღე წარმოადგენს თვეთა, კვირათა და დღეთა ცხრილს, რომლებიც ერთობლიობაში წელიწადს შეადგენს. ქრისტიანთათვის შეიცავს დღესასწაულთა მითითებებს: ხსნის საიდუმლოებებსა და წამებულთა და წმიდანთა ხსენების დღეებს. ყველაზე ძველი ქრისტიანული კალენდარი შეადგინა პაპმა მილტიადემ (†314), თუმცა ის დაიკარგა და მხოლოდ ნაწილობრივადაა შემონახული ფილოკალიანეს ქრონოგრაფში. პაპმა გრიგოლ XIII-მ 1582 წელს კალენდრის დიდი რეფორმა ჩაატარა: იულიუსის კალენდარს (ანუ, იულიუს კეისრის მიერ დამკვიდრებულ კალენდარს, რომელიც ქრისტემდე 45 წლიდან გამოიყენებოდა) დაუმატა დაგროვილი ათი დღე და თარიღი 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბერზე გადასწია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4