A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კათოლიკური რელიგიის სწავლება სკოლაში

abbr. IRS
It. Insegnamento della religione cattolica nella scuola
სკოლებში კათოლიკური რელიგიის სწავლება გათვალისწინებული იყო კარლო ფელიჩეს მიერ 1822 წლის 23 ივლისს გამოცემულ დადგენილებაში სკოლების შესახებ. 1878 წლის 1 იანვრიდან ეს დადგენილება გაუქმდა 1877 წლის 23 ივნისს მიღებული 3198-ე კანონის თანახმად. შემდგომში ჯენტილეს რეფორმამ, რომელიც 1923 წლის 1 ოქტომბრის 2185-ე სამეფო დეკრეტის თანახმად განხორციელდა, კვლავ დაამკვიდრა სკოლებში კათოლიკური რელიგიის სწავლება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „საფუძველი და დაგვირგვინება საწყისი განათლებისა მის თითოეულ საფეხურსა და დონეზე“ (3). 1929 წლის 11 თებერვალს წმიდა საყდარსა და იტალიის სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის მიხედვით, კათოლიკური რელიგიის სწავლება საშუალო სკოლაზეც გავრცელდა. კონკორდატის 36-ე პუნქტში ნათქვამია: „იტალია მიიჩნევს საჯარო განათლების საფუძვლად და დაგვირგვინებად ქრისტიანული მოძღვრების სწავლებას კათოლიკური ტრადიციით მიღებული ფორმის შესაბამისად. ამიტომაც ეთანხმება იმას, რომ ამჟამად საჯარო დაწყებით სკოლაში დამკვიდრებული რელიგიური სწავლება, აგრეთვე, საშუალო სკოლაშიც გაგრძელდეს...“. 1984 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ახალი კონკორდატის 9, 2-ე პარაგრაფი ამგვარად განსაზღვრავს კათოლიკური რელიგიის სწავლებას სკოლაში: „იტალიის რესპუბლიკა აღიარებს რელიგიური კულტურის ღირებულებას, ითვალისწინებს იმას, რომ კათოლიკეობის პრინციპები იტალიელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილია, კვლავაც უზრუნველყოფს სკოლის ამოცანათა ფარგლებში კათოლიკური რელიგიის სწავლებას ყველა დონისა და საფეხურის საჯარო არასაუნივერსიტეტო სკოლებში. სინდისის თავსუფლებისა და მშობლების აღმზრდელობითი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თითოეულ ადამიანს ეძლევა უფლება აირჩიოს, ისარგებლოს თუ არა ამ სწავლებით“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9