A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კათოლიკე წერილები

It. Lettere cattoliche
ასე ეწოდება ახალი აღთქმის წერილებს, რომელთა ავტორია არა წმიდა პავლე, არამედ მოციქულები იაკობი (იაკ.), პეტრე (1 და 2 პეტრ.), იუდა (იუდ.), იოანე (1, 2 და 3 იოან.). სახელწოდება „კათოლიკე (საყოველთაო)“ იქიდან მომდინარეობს, რომ წერილები არა რომელიმე ცალკეული საკრებულოს, არამედ ყველა ქრისტიანს მიმართავს. ამ მოკლე და თეორიულ-პრაქტიკული ხასიათით გამორჩეულ ნაწერებში გადმოცემულია მოციქულთა, როგორც მოძღვართა, ზრუნვა ადამიანთა ხსნასა და ცხოვრებაში ღმრთაებრივი უწყების დანერგვაზე, რომლის მატარებლებად და რომელზე პასუხისმგებლებადაც გრძნობენ ისინი თავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9