A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საკმარისობა

Etym. ლათ. satisfactio „საკმარისის გაკეთება“
It. Soddisfazione
საიდუმლოსმიერი საკმარისობა ეწოდება მონანიებას (ლოცვები ან გულმოწყალე საქმეები), რომელსაც აღმსარებელი უწესებს მონანიეს აღსარებისას მისი პირადი მდგომარეობის გათვალისწინებით და მისი სულიერი სიკეთის მიღწევის მიზნით. საკმარისობის აუცილებლობა იქიდან მომდინარეობს, რომ საიდუმლოსმიერი მიტევება აბათილებს ცოდვას, მაგრამ ვერ ანაზღაურებს ცოდვის მიერ მიყენებულ ყველა ზიანს. ამიტომაც მონანიემ რამე უნდა გააკეთოს საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად, უნდა „დააკმაყოფილოს“, ანუ შესატყვისად უნდა აანაზღაუროს თავისი ბრალეულობის შედეგები (შდრ. CCC, 1459-1460).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9