Etym. ლათ. incensum „ანთებული რამ“ ზოგიერთი მცენარიდან მიღებული გუმფისით დამზადებული სურნელოვანი ნაერთი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით აღმოსავლეთში (შდრ. გამ. 30:34; ლევ. 2:1). ის სიმბოლოა ლოცვისა („წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი“ – ფსალ. 140,2), თაყვანისცემისა და პატივისგებისა (წმიდა ევქარისტიის საკმეველით კმევა). ლიტურგიაში საკმეველი უმთავრესად გამოიყენება ევქარისტიული მსახურებისას (საკურთხევლის, ჯვრის, სახარების, შეწირულობათა კმევა) და მიცვალებულთა მოსახსენიებელ მსახურებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4