A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საკურთხეველი

Etym. გვიანლათ. altare (კლასიკურ ლათ. altaria) „მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი ტრაპეზი“
It. Altare
საკურთხევლის გამოყენება ქრისტიანობაში იუდეველობიდან დამკვიდრდა. ებრაული საკურთხევლის განსაკუთრებული ნიშანი იყო „რქები“, ზედა ოთხ კუთხეში მდებარე გამოწეული ნაწილები, რომლებსაც მსხვერპლის სისხლს უსვამდნენ. ქრისტიანთათვის საკურთხეველი ის სუფრაა, რომელზეც ევქარისტია აღესრულება. თავდაპირველად ამ მიზნით მორწმუნეთა სახლებში ჩვეულებრივ მაგიდებს იყენებდნენ, შემდგომში კი, პირვანდელ ეკლესიებში, – მხოლოდ საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილ მაგიდებს. საკურთხევლის სიმბოლური მნიშვნელობა უკავშირდება „ნაკურთხ ქვას“, რომელიც, საკურთხევლის ცენტრში, სამარის მსგავსად, მოწამეთა ნაწილებს იტევს: ესაა ქრისტე-ქვაკუთხედი, ჭეშმარიტი მოწმე (შდრ. 1 კორ. 10:4; ებ. 13:10), ნაწინასწარმეტყველები ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვებით. საუკუნეთა მანძილზე საკურთხეველმა სხვადასხვა ფორმა მიიღო (მაგიდის, სკივრის, ლოდის, სარკოფაგის) და კიდევ მეტი მნიშვნელობა შეიძინა. პრივილეგირებული ეწოდებოდა საკურთხეველს, რომელსაც გარკვეული პრივილეგიები ენიჭებოდა. ვატიკანის II კრების შემდეგ დამკვიდრდა საკურთხევლის ფორმათა არსებითობა და მისი მობრუნება მორწმუნეთა მიმართ. ის შეიძლება იყოს ფიქსირებული ან გადასატანი. პრესბიტერიუმში – მღვდლის სამყოფელში მდგარ საკურთხეველს მთავარი საკურთხეველი ეწოდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9