A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამართლიანობა

Etym. ლათ. iustitia (სიტყვიდან iustus)
It. Giustizia
ერთ-ერთი ოთხ კარდინალურ სათნოებათაგან (კეთილგონიერება, სიმტკიცე, თავშეკავება), რომელიც მდგომარეობს „მუდმივსა და მყარ ნებაში, მიაგო კუთვნილი ღმერთსა და მოყვასს“ (CCC, 1807). ბიბლიაში ხშირადაა საუბარი სამართლიანობაზე: ფსალმუნებში (71:2; 97:9) ღმერთი წარმოდგენილია, როგორც სამართლიანად განმსჯელი, რადგან იგი ყველას თავის კუთვნილს მიაგებს; ლევიანთა წიგნში (19:15) ნათქვამია: „არა ქმნა უსამართლობა სასამართლოში, არ იყო პირმოთნე გლახაკის მიმართ და არ მიეპირფერო ძლიერს: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი“. ბიბლია ბატონებს მიმართავს: „მიაგეთ მონებს, რაც სწორი და სამართლიანია“ (კოლ. 4:1) და საშინელ რისხვას აღუთქვამს მათ, ვინც მუშაკს საზღაურს დაუკავებს (იაკ. 5:4).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9