A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიმტკიცე

It. Fortezza
ერთ-ერთი ოთხ კარდინალურ სათნოებათაგანი (დანარჩენი სამია: კეთილგონიერება, სამართლიანობა, თავშეკავება). სიმტკიცე გულისხმობს სულიერ შეუპოვრობას საკუთარი ვალდებულების შესრულებისას. თავის „თეოლოგიის შეჯამებაში“ (Summa theologiae) წმიდა თომა აკვინელი განსაზღვრავს სიმტკიცეს, როგორც „სათნოებას, რომელიც უკუაგდებს დაბრკოლებებსა და სირთულეებს, რომლებიც ხელს უშლის ნებას, შეასრულოს მართებული ქმედება“ და ამტკიცებს, რომ ისაა „ნებისმიერი სათნოების პირობა, რადგან აბსოლუტურად მოითხოვს ნებისყოფის მტკიცე მიზანმიმართულებას“. სიმტკიცეა, აგრეთვე, ერთ-ერთი სული წმიდის შვიდ ნიჭთაგან. ამ შემთხვევაში ის განსხვავდება სათნოებისაგან, რადგან ჩვენი ძალისხმევიდან კი არ მომდინარეობს, – თუნდაც არ გვაკლდეს ღმრთის მადლი, – არამედ სული წმიდის ქმედებიდან მომდინარე ნიჭია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9