Etym. ბერძ. ágnostos „უცნობი“ ეს სიტყვა 1869 წელს შექმნა ინგლისელმა ნატურალისტმა თ. ჰაქსლიმ (1825-1895). აგნოსტიციზმი აღნიშნავს იმ ადამიანის პოზიციას, რომელიც თავს იკავებს მეცნიერული თვალსაზრისით გადაუწყვეტელ პრობლემათა შესახებ მოსაზრების გამოხატვისაგან. ფილოსოფიაში აგნოსტიციზმი აღნიშნავს სულიერ დამოკიდებულებას, რომელიც უარს ამბობს, გამოხატოს საკუთარი განსჯა აბსოლუტისა და ღმრთაებრივის არსებობისა და ბუნების შესახებ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4