A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აპო

აპოკალიპტიკა

Etym. ბერძ. apokalyptikós (სიტყვიდან apokálypsis „გამოცხადება“)
It. Apocalittica
ქრისტიანობამდელ და ქრისტიანობისშემდგომ იუდაიზმში (II ს. ქრისტემდე — II ს. ქრისტეს შემდეგ) გავრცელებული ლიტერატურული ჟანრი, რომელიც მიზნად ისახავდა, გაეცხადებინა კაცობრიობის აღსასრულის ჟამთან დაკავშირებული მოვლენები. ამ ჟანრის თითქმის ყველა ტექსტი აპოკრიფულია, გარდა იოანეს გამოცხადებისა, თუმცა აპოკალიპტიკური ნიშნები ცალკეულ კანონიკურ წიგნებშიც შეიმჩნევა. აპოკალიპტიკის სახასიათო თვისებებია: ფსევდონიმურობა, ხილვები, სიმბოლიზმი და განმმარტებელი ანგელოსი. ქრისტიანული აპოკალიპტიკა ამტკიცებს მესიის დიდებით დაბრუნებასა და ღმრთის სულიერი და საყოველთაო ხელმწიფების დამკვიდრებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9